თეთრი მტრედი (Tetri Mt’redi)

Giorgi Tsabadze

საოცნებო ტურფა მკერდზე
პაწაწინა მტრედო
მაგ პატარა გოგოს გულში
გთხოვ რომ ჩაიხედო
გადაეცი უყვარხარო
უყვარხარო ძლიერ
ანდა კითხე როგორ უძლებ
იმის თვალთა იებს
უთხარ უთხარ ის ჩემია
ჩემ სიცოცხლეს მირჩევნია

აი ჩემი ფრთა ფარფატა
ძირს დაეშვა ციდან
სიხარულით მომაშურა
გული დაამიმშვიდა
მომაძახა უყვარხარო
მე ვარ შენი მტრედი
მას ხომ მკერდზე სამშვიდობო
შვენის თეთრი მტრედი
მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო
ჩემი გულის საიმედო

მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო
ჩემი გულის საიმედო
მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო
ჩემი გული საიმედო

Informações da música

Composição: ანსამბლი "75", Giorgi Tsabadze e გოგი ცაბაძე

Essa informação está errada?

Enviar revisão